სტატიები

7 მილიონი ლარი გზებისთვის – სად რა სამუშაოებს გეგმავს ქარელის მერია 4 წელში?

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

უწყების ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პერიოდში მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა და გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და ასევე ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული პროგრამები, საიდანაც ერთ-ერთი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი გზების მშენებლობას, რეაბილიტაციას და მოვლა-პატრონობას მოხმარდება. ამ ყველაფრისთვის ქარელის მერია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში 6 741 600 ლარის დახარჯვას გეგმავს.

კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის თანხები ასეა გადანაწილებული:

  • 2023 წელი – 2 221 800 ლარი;
  • 2024 წელი – 1 627 100 ლარი;
  • 2025 წელი – 1 374 600 ლარი;
  • 2026 წელი – 1 118 100 ლარი.

მერიას თანხები გათვალისწინებული აქვს შიდა გზების მოვლა პატრონობისთვისაც:

  • 2023 წელი – 100 000 ლარი;
  • 2024 წელი – 100 000 ლარი;
  • 2025 წელი – 100 000 ლარი;
  • 2026 წელი – 100 000 ლარი.

დოკუმენტიდან ასევე ვიგებთ, რომ 2023 წელს დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა ქვენატკოცაში, აგარაში და ქვემო ხვედურეთში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.