ახალი ამბები

4 წელში ქარელის საცურაო აუზის მოვლა-პატრონობისთვის მერია 2 მილიონს დახარჯავს

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქარელის მერიას საცურაო აუზის მოვლა – პატრონობისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

აღნიშნული ქარელის მერიამ, მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმაში ასახა.

დოკუმენტის მიხედვით, მერია ყოველწლიურად საცურაო აუზის დაფინანსებას 500 000 ლარით აპირებს, 

ინფორმაციისთვის, ქარელში საცურაო აუზი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი