ახალი ამბები

ხაშურის ტურიზმის ცენტრისთვის, რომლის გახსნის თარიღი უცნობია, ინვენტარი შეიძინეს

ხაშურის ტურისტული ცენტრი წელსაც არ გაიხსენება, – გვითხრა ხაშურის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა. 

კოტე ფრუიძის თქმით, ცენტრის გახსნას მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა აფერხებს. 

“ტურისტული ცენტრის გახსნას ხელს უშლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ველოდებით მერიისგან თანხების გამოყოფას, რომ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მოვახდინოთ”, – გვითხრა ფრუიძემ.

მისი თქმით, ცენტრისთვის ყველა საჭირო ინვენტარი უკვე შეძენილი აქვთ. 

“შეძენილია ყოველგვარო ინვეტარი, სრულად არის აღჭურვილი. კადრების დამატებაც არ იქნება საჭირო. სამი ადამიანი იქნება დასაქმებული, 2 თანამშრომელს სამუზეუმო გაერთიანებიდან დავიმატებთ და მხოლოდ 1 თანამშრომლის აყვანა გახდება საჭირო”, – ამბობს კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი.

ინფორმაციისთვის, ხაშურში ტურისტული ცენტრი 2 წლის წინ აშენდა და მის მშენებლობაზე 64 000 ლარი დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი