ძამას ხეობაში შუანოს მთაზე, ტურისტებისთვის მოწყობილი საქანელა ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მოშალეს.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, მამათა მონასტრის მამებმა საქანელა იმ მიზეზით მოშალეს, რომ იქ ასული ხალხი ხმაურობდა, რაც მათ მყუდროებას ურღვევდა.
“შუანოს მთაზე ეს საქანელა დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან იქიდან ლამაზი ხედი იშლება. ფოტოების გადასაღებად ამ საქანელასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა”, – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი, ვინც ფაქტის შესახებ გვაცნობა.
მისივე თქმით, ეს საქანელა მონასტრიდან მოშორებით მდებარეობდა.
“მონასტერი ამ საქანალისგან საკმაოდ მოშოერებულია, როგორ შეიძლებოდა იქ ასული ხალხის ხმაურს მონასტერში მყოფი მამაოები შეეწუხებინა. დასანანია, ასეთი ფაქტი რომ მოხდა”.
შუანოს მთა ზღვის დონიდან 2 350 მეტრზე მდებარეობს.