გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, უკანონო ტყით სარგებლობის 154 ფაქტი გამოავლინეს,აქედან 11 ფაქტი შიდა ქართლში დაფიქსირდა, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვის სააგენტო ავრცელებს.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 154 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 388-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.