საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით გორის N8 საჯარო სკოლის მასწავლებელს, მარინე ჩიტაძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლების წარმატების შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი, ნანა ედიშერაშვილი ავრცელებს:
“ჩვენმა სკოლამ წარადგინა, მართლაც, ღირსეული მასწავლებელი მენტორის სტატუსზე. შენ ამას იმსახურებ შენი უდიდესი პასუხისმგებლობის, ერთგულების, შრომისმოყვარეობის, კოლეგებისადმი მხარდაჭერის, ბავშვების დიდი სიყვარულის გამო. სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ხარ. ძალიან მიხარია თითოეული შენი წარმატება, ეს ხომ ჩვენი სკოლის წარმატებაცაა”, – ამბობს ნანა ედიშერაშვილი.
ედიშერაშვილის ინფორმაციით, სკოლას ახლა ორი მენტორი მასწავლებელი ჰყავს.