“ყველაფერს ვუტოვებ პროკრედიტ ბანკს, მივდივარ ცარიელი” – ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებული მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ სახლიდან ნივთების წაღებას არ აპირებს და ყველაფერს ბანკს უტოვებს.
” არაფერი მიმაქვს ტანსაცმლის გარდა, ყველა ნივთვს ვტოვებ, ვისაც უნდა წაიღოს, გინდ ბანკმა, გინდ მეზობელმა. მე ეს ვალი გადახდილი მაქვს, უნდა ჩამოწერილიყო. დავიწყებ ბრძოლას სისტემის დასამხობად, ეს უნდა მომხდარიყო, რომ მე ეს გადაწყვეტილება მიმეღო”, – ამბობს მამისა ჯაფარაშვილი.
რუსთაველის ქუჩაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდაცმავებმა სახლიდან ავეჯის გამოტანა დაიწყეს. გამოსახელების პროცესი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე იმყოფება პარტიის “თავისუფალი საქართველო” ლიდერი, კახა კუკავაც.
დაპირისპირება ხაშურში – აღსრულების ბიურო ოჯახს ასახლებს