5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.
მაგული რიკაძეს, იზოლდა ჩიტიაშვილს, რუიზან მარაბდელს, აკაკი ჯუხარიძეს, თენგიზ ბეროზაშვილსა და ნანი მაკარიძეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, ხოლო ნანი მაკარიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიენიჭა.
“მუნიციპალიტეტის მერმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნეს, რომ მათი შრომა ფასდაუდებელია და მომავალი თაობების ჩამოყალიბება, მეტწილად, სწორედ პედაგოგების დამსახურებაა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხაშურის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის პედაგოგების წახალისება, ხაშურის მუნიციპალიტეტში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ორგანიზატორი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურია.