2022 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საკრებულოს წარუდგინა.
6 თვის ანგარიშის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ქრონიკული ბ ჰეპატიტის 2, ქრონიკული ც ჰეპატიტის 18, საკვების მიერ ინტოქსიკაციის 323, ყირიმ – კონგოს ცხელების 2, ლაიმის დაავადების 1 და ნოზოკომურის 1 შემთხვევა.
აღნიშნული სააგენტოს ცნობით, ტუბერკულოზის ახალი აქტიური ფაზა გამოუვლინდა 5 პაციენტს.
“მათი ოჯახის წევრებსა და ყველა კონტაქტს ჩაუტარდათ სათანადო გამოკვლევები. სისტემური მეთვალყურეობაა ასევე ურჩ პაციენტებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო უარს ამბობენ მკურნალობაზე”, – ნათქვამია ანგარიშში.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა “განიკურნე” ც ჰეპატიტის სკრინინგის ფორმატით 2022 წელს ც ჰეპატიტზე, აივ ინფექციაზე და ტუბერკულოზზე გამოკვლეულია 223 ბენეფიციარი, გამოკვლეულთაგან დაავადება არავის გამოვლენია.