11 ოქტომბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სისხლის ბანკი გეგმავს სისხლის დონაციის აქციას, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით აქციის მიზანია, მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება.
“მოსახლეობას გთხოვთ გამოიჩინოთ კეთილი ნება და ჩაერთოთ უანგარო დონაციის პროცესში და გაიღოთ სისხლი ბავშვების გადასარჩენად. ყველა პიროვნება,ვინც გაიღებს სისხლს გამოკვლეული იქნება საშიშ ინფექციებზე (HCV; HBsAg; HIV; Syphilis) ,ასევე ჩაუტარდებათ ჰემოგლობინის ანალიზი, ჯგუფი და რეზუსი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დონაციის აქცია დაიწყება 10:00 საათიდან.
დატოვეთ კომენტარი