ახალი ამბები

ყარაფილასთან EUMM – ის გამოჩენის შემდეგ, ოკუპანტებმა ტერიტორია დატოვეს 

ყარაფილასთან შექმნილ ვითარებას ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები ეცნობიან.

მონიტორები ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მედიაში ბორდერიზაციის განახლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი აამოქმედა.

ყარაფილასთან უკანონო სამუშაოები ბოლო ორი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ოკუპანტებმა სპეცტექნიკით  მეტრნახევრიანი თხრილები სხვადასხვა წერტილზე გააკეთეს.  რა დანიშნულება აქვს აღნიშნულ თხრილებს, უცნობია.

მას შემდეგ, რაც ადგილზე მუშაობა მედიამ დაიწყო, მობილიზდნენ ქართველი სამართალდამცველები და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მივიდინენ,  ოკუპანტებმა ტერიტორია დატოვეს. სავარაუდოდ, დროებით გაიყვანეს სპეცტექნიკაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.