ახალი ამბები

გორი – კასპის მაჟორიტარი დეპუტატი აშშ-ში მიდის 

გორის კასპის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გიორგი ხოჯევანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.  

“მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ამერიკული მხარის მიწვევით და Rumsfeld Foundation -ის მხარდაჭერით თვე-ნახევრით მივემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში შედგება მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებთან, ასევე არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მე, ბუნებრივია იქიდანაც აქტიურად მივადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამ პერიოდში შეძლებისდაგვარად ვიქნები მუდმივ კონტაქტზე თქვენთან”, – წერს ხოჯევანიშვილი. 

დატოვეთ კომენტარი