გორის უნივერსიტეტმა 4 სტუდენტი თურქეთში, “საზაფხულო სკოლაში” გაუშვა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამბობს, სკოლაში გასაშვებად აქტიური სტუდენტები შეარჩიეს:
- ალექსანდრე სადაღაშვილი;
- დაჩი ჩხარტიშვილი;
- ვერიკო მაზმიშვილი;
- ზინიკო ცარიელაშვილი.
“საზაფხულო სკოლა” რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.
“საზაფხულო სკოლის პროგრამა დატვირთულია ლექციებით, პრაქტიკული სემინარებითა და შემოქმედებითი აქტივობებით. სტუდენტები საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულებენ რიზესა და ტრაბზონში მდებარე ისტორიული ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს”, – განმარტავენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.
“საზაფხულო ბანაკის” პროგრამა 30 სექტემბერს დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი