ზურაბ ქარელმა სკოლა “ეისი” დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცლებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარელმა სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
“მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ავტორის ნებართვით ვაქვეყნებთ დოკუმენტს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ზურაბ ქარელს სამართლებრივად სრული უფლება ჰქონდა განეგრძო ,,სკოლა ეისში” პედაგოგიური საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში საუკეთესოდ უძღვებოდა, სკოლის ინტერესის გათვალისწინებით მიიღო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბს სკოლის აღსაზრდელებისთვის გაწეული ამაგისა და სკოლის ავტორიტეტის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებისთვის”, – ნათქვმია აღნიშნული სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
“მოზაიკას” ინფორმაციით, პედაგოგმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც სკოლის მოსწავლეების მშობლებმა, მისი სკოლიდან წასვლა მოითხოვეს.