საოკუპაციო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ განაცხადა.
“ბოლო დაკავება მოხდა გორის მუნიციპალიტეტიდან, დაკავენულია ნუკრი კალაშნიკოვი და ე.წ სასამართლომ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა”, – განაცხადა ანთიძე.
მისივე ცნობით, დაკავება მიმდინარე თვეში მოხდა.
დატოვეთ კომენტარი