ქარელის მერიას 5 ა(ა)იპ აქვს დაფუძნებული, რომელთა შენახვაც მუნიციპალიტეტს წელს 6 581 100 ლარი უჯდება. აღსანიშნავია, რომ 5 ა(ა)იპ-ს 700-მდე თანამშრომელი ჰყავს და მათ ხელფასებზე, ბიუჯეტიდან მიღებული თანხის 57%-ს ხარჯავს.
ქარელის მერიის ა(ა)იპ-ების დაფინანსება:
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური გაერთიანებაა, რომლის წლიური დაფინანსებაც 2 648 000 ლარია. ამ თანხის 69% კი სახელფასო ფონდია.
ა(ა)იპ-ის დასახელება | წლიური დაფინანსება | სახელფასო ფონდი | სახელფასო ფონდის წილი მთლიან დაფინანსებაში |
ა(ა)იპ ,,სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური გაერთიანება” | 2 648 000 ლარი | 1 835 076 ლარი | 69 % |
ა(ა)იპ ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი” | 2 201 200 ლარი | 822 720 ლარი | 37 % |
ა(ა)იპ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება” | 918 600 ლარი | 682 225 ლარი | 74 % |
ა(ა)იპ ,,ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება” | 688 300 ლარი | 361 152 ლარი | 52 % |
ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი” | 125 000 ლარი | 92 368 ლარი | 73 % |
როგორც ქარელის მერიიდან გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში ჩანს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების უმრავლესობა, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ძირითად ნაწილს ხელფასებზე ხარჯავს.
ა(ა)იპ-ების თანაშრომლები:
ქარელის მერიის 5 ა(ა)იპ-ში ჯამში 684 ადამიანია დასაქმებული და მათი წლიური ანაზღაურება ჯამში 3 793 541 ლარია.
ა(ა)იპ-ის დასახელება | დასაქმებულთა რაოდენობა | სახელფასო ფონდი |
ა(ა)იპ “სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური გაერთიანება” | 325 | 1 835 076 ლარი |
ა(ა)იპ “ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება” | 142 | 682 225 ლარი |
ა(ა)იპ “ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება” | 59 | 361 152 ლარი |
ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი” | 17 | 92 368 ლარი |
ა(ა)იპ “ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი” | 129 | 822 720 ლარი |
შედარება გორის მერიის ა(ა)იპ-ებთან:
გორთან შედარებით, ქარელში ნაკლები მუნიციპალური ა(ა)იპ-ი არსებობს, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსების ძირითადი ნაწილის ხელფასებზე დახარჯავის პრაქტიკა ორივე მუნიციპალიტეტში მსგავსია.
აღსანიშნავია, რომ გორის მერიისგან განსხვავებით, ქარელის მერიას დაფუძნებული არ აქვს ისეთი ა(ა)იპ-ები, როგორიცაა:
- მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო;
- მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო;
- მუნიციპალიტეტის სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახური;
- მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი;
- მუნიციპალიტეტის გაზეთი;
ამჟამად, გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს ჯამში 1 450-მდე შტატიანი და 1 900 უშტატო თანამშრომელი ჰყავს. 11 ა(ა)იპ-ის შენახვისთვის კი გორის ბიუჯეტიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება.
აღსანიშნავია, რომ გორის მერია ახალი ა(ა)იპ-ის, მუნიციპალური ინსპექციის შექმნასაც გეგმავს, რაზეც თანხმობა საკრებულოსგან უკვე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თანამშრომელი დასაქმდება და რა ოდენობის თანხით დაფინანსდება აღნიშნული სააგენტო.