2022 წელს, საქართველოს ჩემპიონატის სტადიონებს შორის გორის ცენტრალური სტადიონი მოწინავე პოზიციას იკავებს.
“Soccerway-ის“ სტატისტიკის მიხედვით, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, ბათუმის აჭარაბეთ არენა და წყალტუბოს 26 მაისის სტადიონი ყველაზე ხალხმრავალ სტადიონებად ითვლება.
საშუალოდ, გორის ცენტრალური სტადიონის დასწრება 50 პროცენტია, რაც 2 500 ადამიანს შეადგენს.
აღნიშნულ სტატისტიკაში ბათუმის აჭარაბეთ არენა უკონკურენტოა, რომლის ტრიბუნებიც 20 ათას გულშემატკივარს იტევს და დასწრების საშუალო პროცენტულობა 66-ს უტოლდება, რა რიცხვებში 12 000-ს წარმოადგენს.
ხოლო რაც შეეხება წყალტუბოს 26 მაისის სტადიონს, მისი ტრიბუნები საშუალოდ 30 პროცენტით ივსება, რაც 3 000 გულშემატკივარია.
საბოლოოდ სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- აჭარაბეთ არენა – 66 %
- თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი – 50 %
- 26 მაისის სტადიონი – 30%
თენგიზ ბურჯანაძის რეკონსტრუქციის შემდეგ რეკორდული, ყველაზე მაღალი დასწრება 2015 წელს, „დილასა“ და „პარტიზანს“ შორის გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა. ტრიბუნები 100 პროცენტით შეივსო და შეხვედრას 5 000 ადამიანი დაესწრო.