ახალი ამბები

ქარელელი გიორგი ლურსმანაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქარელელი გიორგი ლურსმანაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატი სამბოში თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარეობს, სადაც გიორგი ლურსმანაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი 71 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

გიორგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ტურნირი მსოფლიოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (FISU) ორგანიზებით ტარდება.

დატოვეთ კომენტარი