გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შერთულში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი და სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.
“განახლებული შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, 2022-2023 სააღმზრდელო წელს, გორის მუნიციპალიტეტს კიდევ რამდენიმე ახალი და განახლებული საბავშვო ბაღი შეემატება.
დატოვეთ კომენტარი