ახალი ამბები

გორში ავარია მოხდა – ერთმანეთს პოლიციის “პიკაპი” და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუქბუქი ავტომობილი და პოლიციის “პიკაპი” შეეჯახნენ. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორივე ავტომობილის მძღოლი. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მივიდა და დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. 

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.