ქარელის და გორის მერიებმა ხუთ წელში გარე გამოყენების ტრენაჟორების შესაძენად 1 867 349 ლარი დახარჯეს.
- ქარელის მერიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა 36 ცალი გარე გამოყენების სპორტული ტრენაჟორი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 802 900 ლარი;
- გორის მერიამ 5 წელში 49 ტრენაჟორი შეიძინა და დახარჯა 1 064 449 ლარი;
ამავე თემაზე: აგარაში ტრენაჟორები ეკლესიის გვერდით მოეწყო
ქარელის მუნიციპალიტეტში ტრენაჟორები სასაფლაოს გზაზე მოაწყეს
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების ყველაზე მეტი რაოდენობა 2021 წელს შეიძინა, რომელშიც 622 007 ლარი გადაიხადა.
უწყებას მიმდინარე წელსაც აქვს დაგეგმილი ტრენაჟორების შეძენა, რომელთა განთავსებას 7 დასახლებაში გეგმავს:
- ელექტროფიკაციის დასახლება;
- ჭალა;
- კომბინატი;
- სადგურის დასახლება;
- ატენი;
- სკრა;
- ბეთლემი.
ამისთვის გორის მერია 248 459 ლარის დახარჯვას აპირებს. უწყებას ცალკე თანხა აქვს გამოყოფილი სოფელ მერეთში ტრენაჟორების მოსაწყობად, რომლისთვისაც 35 149 ლარი აქვს გამოყოფილი.
დატოვეთ კომენტარი