მათთვის, ვინც წელს მოიპოვა გორის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება, აკადემიური რეგისტრაცია 5 სექტემბერს დაიწყო.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს ინფორმაციას პირველკურსელთა მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის შესახებ.
რეგისტრაციის გავლისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი (დედნის წარმოდგენით).
- ორი ფოტოსურათი 3X4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე.
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული ვაჟებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ამადასტურებელი დოკუმენტის, ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი.
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური რეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დატოვეთ კომენტარი