ახალი ამბები

დირბში 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრლდებულის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ 

დირბში, აღდგომას 22 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ. 

ბრალდებულისთვის სასჯელის შეფარდებისთვის, გორის რაიონულმა სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო. 

დაკავებული სოფელ დირბში მცხოვრებია. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და ჩხუბში მხარეების გაშველებას ცდილობდა.

“24 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში ა.ა.-მ, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, ა.ნ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ა. ნ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი