ხაშურში მცხოვრები ლელა ვეფხვაძე ხაშურის საკრებულოს მიმართავს და სთხოვს, უშუამდგომლოს სატრანსპორტო კომპანიებთან, რომლებსაც მგზავრები ხაშურის სოფლებში გადაჰყავთ.
მოსახლეობის სურვილია, რომ სოფლებში ტრანსპორტმა 20:00 საათამდე იმოძრაოს.
“მოგეხსენებათ, კოვიდ რეგულაციების დროს დაწესებული ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი იყო მხოლოდ 5 სთ-მდე, რომელიც რეგულაციების მოხსნის შემდეგაც უცვლელად დარჩა. ეს ქმნის პრობლემას, 5 საათის შემდეგ ფაქტიურად, სოფლის მოსახლეობას რაიონის ცენტრთან კავშირსა და თანამშრომლობის შესაძლებლობას ვართმევთ. თუ სოფლებთან კავშირი შესაზლებელი გახდება 5სთ-ის მერეც – უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრება, სოფლის მცხოვრებლებიც დასაქმდებიან და საწარმოებშიც მუშა-ხელის დეფიციტის პრობლემაც მოიხსნება”, – ამბობს ლალი ვეფხვაძე.
მერიაში განმარტავენ რომ, ხაშურს არ ყავს მუნიციპალური ტრანსპორტი და მგზავრბს მხოლოდ, კერძო კომპანიები ემსახურებიან. კომპანიის ხელმძღვანელები კი განმარტავენ, რომ მგზავრების სიმცირის გამო, არ უღირთ დანატებითი მარშრუტის შესრულება, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება.
“მერიას არ აქვს მექანიზმი, რომ კერძო კომპანიას, ან პირს მუშაობა დაავალოს, მითუმეტეს, თუ ეს საქმე წამგებიანია”, – ამბობს ნინო სუხიაშვილი, ხაშურის მერის პრესსამსხურის ხელმძღვანელი.