ნიკოლოზ ღვინიაშვილი შვებულებაში გავიდა და მერიის კუთვნილი მანქანით, ზღვისპირა ქალაქები შემოიარა.
“მოზაიკას” მიაწოდეს ფოტოები, საიდანაც დგინდება, რომ მერიის კუთვნილი ავტომობილი, ქობულეთში, ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზეა გაჩერებეული.
წყაროს ცნობით, ღვინიაშვილი საკურორტო ქალაქში მეგობრებთან ერთად, აგვისტოს თვეში იყო.
“ადამიანის უფლებათა ცენტრში” აცხადებენ, რომ ამ საქმეში სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება და აუცილებელია ფაქტით გამოძიება დაინტერესდეს.
თავად ნიკა ღვინიაშვილი საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ცნობისთვის, გორის მერიის კუთვნილ მსუბუქ ავტომობილს სანომრე ნიშნით “FS 320 SS”, ბოლო საკრებულოს სხდომაზე საწვავის ლიმიტი 500 ლიტრით განესაზღვრა.
დატოვეთ კომენტარი