შოთა ჩოჩიშვილის მშობლიურ სოფელ ღვლევში, ტიტულოვანი სპორტსმენის სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
“შოთა ჩოჩიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტი იყო, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზუსტად 50 წელი გავიდა 21 წლის გორელი ფალავნის დიდი გამარჯვებიდან. მან ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრება 1972 წელს მიუნხენში მოიგო. მისი ფესვები ქართული ჭიდაობიდან მოდიოდა. მან მაშინვე დაიპყრო გულშემატკივრების გულები. მსოფლიო სპორტული სამყარო დღემდე მის სანახაობრივ და მრავალფეროვან ჭიდაობის სტილზე საუბრობს“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხენჩიგაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი