ახალი ამბები

16 წლის ბიჭი გორიდან, რომელიც 100%-იანი გრანტით თსუ-ს სტუდენტი გახდა

ელგუჯა მაზმიაშვილი 100%-იანი გრანტით თსუ-ს სტუნდეტი გახდა. ელგუჯა 16 წლის არის და სწავლას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აგრძელებს.

ელგუჯა 4 წლის იყო, როცა მშობლებმა კერძო სკოლაში “თამარიონი” შეიყვანეს. აღნიშნულ სკოლაში მან 9 წელი ისწავლა, შემდეგ კი გორის მეორე საჯარო სკოლაში გადავიდა.

“4 წლის იყო, პირველ კლასში რომ მოვიდა. ყველაზე პატარა იყო და ყველაზე მეტად მიზანდასახული. მთავარი, რაც სხვებისგან გამოარჩევდა, იყო ის თვისება, რომ ჰქონდა გარკვეული მიზანი და ამ მიზნისკენ ჯიუტად მიიწევდა. კარგად იცოდა დროის ფასი და ძალიან უფრთხილდებოდა ყოველ წუთს. ამას გარდა გუჯიკო (ასე ვეძახდით) არის უკეთილშობილესი ხასიათის, ძალიან მეგობრული, საუკეთესო დამოკიდებულება ჰქონდა უფროსებთან და თანატოლებთან. განსაკუთრებით პატივს სცემდა საქმის პროფესიონალებს და ამას ყოველთვის ვგრძნობდით. მის წარმატებაში არასოდეს გვეპარებოდა ეჭვი და ველოდით კიდეც”, – გვითხრა თამარ უთნელიშვილმა, სკოლა “თამარიონის” დირექტორმა. 

ელგუჯამ გეროგრაფიის გამოცდაზე 54 ქულა აიღო და, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ამ შედეგით ის საქართველოს საუკეთესო ხუთეულშია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.