ახალი ამბები

ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის გეგმა ზარდიაანთკარელებს თეა ახვლედიანმა გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ზარდიანთკარში იმყოფებოდა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ის ადგილობრივებს შეხვდა და ხელისუფლების მიერ შემუშავებული, ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის გეგმა გააცნო. 

“ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ზარდიანთკარში თეა ახვლედიანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძესთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან, გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.