ქარელში საცურაო აუზი 5 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აუზის პერსონალის შერჩევა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“საცურაო აუზი მოიცავს დიდ და პატარა აუზებს, სატრენაჟორო სივრცეს და გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. აუზი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომელთა შერჩევაც გასული ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დღეს, 1 სექტემბერს ქარელის მერიაში ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი მივიდა და უწყებისგან მოითხოვა პასუხები, რატომ არ გაიხსნა ამ დრომდე საცურაო აუზი. აღსანიშნავია, რომ ქარელის მერიამ აუზის გახსნის შესახებ ინფორმაცია მისი ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე საათში გაავრცელა, მანამდე ხაბეიშვილს მერის თანაშემწე პასუხობდა, რომ აუზის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობი იყო.