სამხედრო მოწმობის დაკარგვის გამო, ქარელში 4 მოქალაქე 50 ლარით დააჯარიმეს. სამხედრო სამსახური კი 317 წვევამდელს გადაუვადეს, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსმა ისაუბრა.
გიორგი ხაბალაშვილის თქმით, 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევის დროს ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის მოწმობა 41 წვევამდელმა წარმოადგინა.
“33 წვემამდელს მიეცა გადავადება ჯამრთელობის მდგომარეობის გამო. ასევე 2 წვევამდელს გადაუვადდა სამხედრო სამსახური სამხედრო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, რაც 2000 ლარს შეადგენს”, – თქვა ხაბაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი