ახალი ამბები

“ხუთამდე სახლი დაიწვა” – ელბაქიანთკარში სახანძრო ეკიპაჟების დამატებას ითხოვენ 

ხანძარია ძამას ხეობაში, სოფელ ელბაქიანთკარში.

ადგილობრივები ინფორმაციით ცეცხლი ტყესაც მოედო. 

“დაახლობით ხუთამდე სახლი დაიწყვა. ერთი სახანძროა და ვერ აუდის. ვითხოვთ, რომ გამოგზავნონ დამატებითი ეკიპაჟები”, – ამბობენ ადგილობრივები. 

ინფორმაციისთვის, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა, გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობაა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები