გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოგირისა და ხიდების მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოები დაგეგმილია ჭეჭელაანთუბანში, დეგეულაში, ჯებირში და ლულში.
ხიდების მოწყობა “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც მერიას 54 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.
დატოვეთ კომენტარი