გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დეკორატიული სკამების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
უწყება სკამებში წარწერით: “გორის მერია” 24 500 ლარის გადახდას გეგმავს. 50 სკამის განთავსება ქალაქის მასშტაბით იგეგმება.
“შესყიდვის მიზნით ჩატარდა ბაზრის კვლევა. კვლევა გაეგზავნა 3 (სამი) პოტენციურ მიმწოდებელს, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 1 (ერთი) მიმწოდებელმა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრა ბაზრის კვლევის შედეგად დაფიქსირებული ფასის და მონაცემების შესაბამისად”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სკამების მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
დატოვეთ კომენტარი