ახალი ამბები

წინარეხში კილომეტრიანი სარწყავი არხი მოეწყო – კასპის მერია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში სარწყავი არხი მოეწყო.

მერიის ინფორმაციით, სარწყავი არხის მოწყობა ადგილობრივების მოთხოვნა იყო და პროექტის განხორციელება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადაწყდა. 

უწყების ცნობით, სოფელში უკვე მოეწყო 1 130 გრძივი მეტრის სარწყავი არხი, რომელშიც პოლიეთილენის მილი ჩალაგდა.

“სარწყავი არხის მოწყობა მოსახლეობამ სოფლის კრებაზე მოითხოვა. ამ არხით მოსახლეობა მიწის ნაკვეთებებს რწყავს და  მნიშვნელოვანია იყო მისი რეაბილიტაცია”, – ამბობენ კასპის მერიაში. 

არხის გაწმენდა-რეაბილიტაციაზე 23 900 ლარი იყო გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.