იგოეთთან ავარიის დროს დაშავებული ქალს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტალში უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 8 ადამიანი დაშავდა, ერთი დაშავებული გორში, სამხედრო ჰოპიტალში გადმოიყვანეს, 7 – კასპის საავადმყოფოში.
“დაშავებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, უტარდება შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადეს სამხედრო ჰოსპიტალში.
ინფორმაციისთვის, იგოეთთან სამგზავრო მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით მძიმედ დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი. მომხდარზე გამოძიება 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი