“აი, ეს არის არხი, რომლიდანაც უამრავი ჰექტარი მიწა უნდა ირწყვებოდეს, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამებით გაშენებული საუკეთესო ბაღები”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კობახიძე და პოსტს დამშრალი სარწყავი არხის ფოტოებს ურთავს.
როგორც კობახიძე ამბობს, ბაღების მორწყვა მოქალაქეებისთვის პრობლემად და გამოწვევად იქცა.
“თუ ვინმე რამეს რწყავს, ისიც საკუთარი დანახარჯების, ღამეების თენებისა და დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ”.
კობახიძე საკუთარ პოსტში აქცენს წავლის არხზე აკეთებს, რომლითაც ქარელის და კეხიჯვრის ნაწილი ბაღები ირწყვება.
შექმნილი ვითარებას ქარელის მელიორაციის სამსახური გვალვით ხსნის.
“არხები და მდინარეები გვალვის გამო დაშრა. მდინარე ძამაში წყალი აღარ მიდის. შესაბამისად, არხებშიც წყალი ვეღარ მიდის. ამ გვალვის გამო მდინარე მტკვრის დონემაც დაიწია”.