ლევან გამრეკელმა ხაშურის “ივერიას” ფეხბურთელს ოპერაციის ხარჯი დაუფინანსა, – ამის შესახებ “მოზაიკას” ფეხბურთელის ძმამ უთხრა.
“ორი თვის წინ, ჩემმა ძმამ თამაშის დროს მუხლი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა”, – გვიყვება თორნიკე.
მისი თქმით, ოჯახმა დაფინანსების თხოვნით ხაშურის მერიას მიმართა, რომელმაც ბიუჯეტში შესაბამისი მუხლის არარსებობის მიზეზით, დახმარებაზე უარი უთხრა.
“შემდეგ გადაწყვიტეთ ლევან გამრეკელისთვის გვეთხოვა და მისი დახმარებით, მალე ჩემი ძმა იპერაციას გაიკეთებს”, – გვეუბნება თორნიკე.
ლევან გამრეკელი, საკუთარი ბიზნესების პარალელურად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც იკავებს.
დატოვეთ კომენტარი