ხაშურელმა ძალოსანმა, გიგა ოდიკაძემ ევროპის 17 წლამდე ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პოლონეთში გამართულ ჩემპიონატზე ოდიკაძე 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
მან ატაცში 97/101 დაძლია და ვერცხლის მედალი მიიღო.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს გიგა ოდიკაძემ ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
დატოვეთ კომენტარი