ახალი ამბები

“ივერიას” ფეხბურთელები თამარ დარციმელია და ნათია ამზალიევა ნაკრებში ითამაშებენ

ხაშურის “ივერიას” ფეხბურთელები, თამარ დარციმელია და ნათია ამზალიევა ნაკრებში ითამაშებენ.

“თამარ დარციმელია და ნათია ამზალიევა 17 წლამდე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. ისინი ახალგაზრდულ ნაკრებს 21 აგვისტოს შეუერთდებიან და 4 დღიან მოსამზადებელ პერიოდს ქალაქ რუსთავში გაივლიან”, –  ნათქვამია “ივერიას” განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი