11 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ატარებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ტურნირს ქართულ ჭიდაობაში, სოფელ შინდისში. ასაკი შეუზღუდავია.
“ტურნირი მიზნად ისახავს ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, შინდისის გმირების ხსოვნის უკვდავყოფას”, – ნათქვამია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეჯიბრება დაიწყება 14:00 საათზე, ხოლო მონაწილეთა აწონვა 11:00 -დან 12:00 საათამდე. შეჯიბრებაზე დაიშვებიან მოქმედი და მოყვარული სპორტსმენები შემდეგ წონით კატეგორიებში: 60კგ, 70კგ, 80კგ, +80კგ.
პირველ ადგილზე გასულ ფალავნებს გადაეცემათ თასები, მედლები და ფულადი ჯილდო 500 ლარი. მეორე ადგილზე გასული მიიღებს 300, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოჭიდავე 200 ლარს.
გარდა ამისა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა თასი, მედალი, ფულადი ჯილდო 1000 ლარი და ყოჩი, მეორე ადგილზე გასული მიიღებს 600, ხოლო მესამე ადგილზე გასული 400 ლარს.