კასპში, კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მერიამ 662 639 ლარიანი ტენდერი უკვეგამოაცხადა,
“სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბოლომდე მჭიდრო ინდივიდუალური დასახლება ქუჩის ორივე მხრიდანაა, სავალი ნაწილი გრუნტისაა, გზაზე არ გვხვდება არანაირი ნაგებობა მოსაცილებლად, რაც ნალექიანობის პერიოდში ძირითად პრობლემას უქმნის ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას”, – ნათქვამია სატენდერო აღწერაში
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს 90 კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
წინადადების მიღება იწყება 2022 წლის 24 აგვისტოს და სრულდება 29 აგვისტოს.
დატოვეთ კომენტარი