8 აგვისტოს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ სტადიაზე გორის „დილამ“ ხელვაჩაურის „მაჭახელა“ დამაჯერებელი ანგარიშით, 6 -1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
გორელთაგან გატანილი გოლებით თავი იური ბატიუშინმა, ვანდერსონ სილვამ, ონორე გომისმა, ცოტნე მოსიაშვილმა და ნუგზარ სპანდერაშვილმა 2X, გამოიჩინეს.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასი გორის “დილას” ერთხელ უკვე მოგებული აქვს 2011-2012 წლების სეზონში.
საქართველოს თასის 1/8 ფინალურ სტადიის წილისყრა როდის გაიმართება, ჯერჯერობით უცნობია.
დატოვეთ კომენტარი