ახალი ამბები

მილიონ ლარად, მაგისტრალიდან გაგარინის ქუჩამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება

ხაშურში, ავტომაგისტრალიდან გაგარინის ქუჩამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციიის სამუშაოებისთვის ერთ მილიონზე მეტი დაიხარჯება

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ხაშურის მერიამ 1 286 423 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად იყოფა: პირველი ეტაპი 2022 წელის უნდა განხორციელდეს სამუშაოების დაწყებიდან 63 კალენდარულ დღეში, ხოლო მერე ეტპი 2023 წლის პირველი მარტიდან არაუგვიანეს 35 დღის ვადაში.

“პრეტენდენტი ვალდებულია პირველი ეტაპის განმავლობაში შემსყიდველის მიერ დამატებით ფინანსური რესურსის მოძიების შემთხვევაში, გაზარდოს პირველი ეტაპის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გაუსვლელად, და კორექტირებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად”, – ნათქვამია სატენდერო განცხადებაში.

წინადადების მიღება იწყება 2022 წლის 25 აგვისტოს და სრულდება 30 აგვისტოს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.