ახალი ამბები

კომბინატის დასახლებაში დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ 

კომბინატის დასახლებაში, ანწუხელიძის 7 ნომერში,  იმ ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ, სადაც ადრე ორი შადრევანი იყო განთავსებული. მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადგილას მოსახლეობა ნაგავს ყრის და გარემოს აბინძურებს, მის დასუფთავებაზე კი არავინ ზრუნავს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნულთან დაკავშირებით კეთილმოწყობის სააგენტოს გვერდზე დაწერა და ვითარების ამსახველი ფოტოებიც დაურთო. 

“კომბინატში რატომ არ ასუფთავებთ მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ორი  შადრევნები იყო? ნაგავსაყრელადაა ქცეული, ვერავის გაუვლია. ვინ უნდა მიხედოს იმ ტერიტორიას?  ჩაბნელებული და გარყვნილების ბუდეა. საჯაროდ აჩვენებთ ხალხს, რომ დასუფთავების სამსახური ქუჩებს ალაგებს. რატომ არ ალაგებთ დააწესრიგებთ? მაინცდაიმაინც ქალაქის შუაგული უნდა იყოს?”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.