კასპისა და სამთავისის ეპისკოპოსი, რომელიც გუშინ მარტყოფთან მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა სამთავისის საკათედრო ტაძარში გადაასავენეს.
მეუფე დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შემთხვევის დროს, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, ავარიის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილნი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
“მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”,-ნათქვამია განცხადებაში.
მეუფე დამიანე 62 წლის იყო, ის ბერად 2004 წელს აღიკვეთა, ეპისკოპოსი კი 2013 წელს გახდა.
დატოვეთ კომენტარი