ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში საგზაო ინსფრაქსტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში ამბობენ, პროექტი ბეტონის გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.
„სოფელ ტეზერში ამ დრომდე შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ძირითადი გზები მთელი სოფლის მასშტაბით წესრიგდება”, – ამბობენ მერიაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ტეზრის გზა დაუკავშირდება სოფელ რუსაანთუბნის გზას, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს განხორციელდა,
ტეზერში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 1 394 732 ლარს შეადგენს.
დატოვეთ კომენტარი