უკვე მესამე თვეა, რაც ბერბუკის წისქვილკომბინატს წარმოება შეჩერებული აქვს.
როგორც წისქვილკომბინატის დირექტორი არჩილ მოგელაშვილი ამბობს, მიზეზი ფინანსური პრობლემებია.
“დაახლოებით სამი თვეა, რაც გაჩერებულები ვართ. ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა შიდა, ფინანსურმა და სხვა პრობლემებმა გამოიწვია. ჯერჯერობით, არც ის ვიცით, როდის განაახლებს წისქვილკომბინატი მუშაობას, მაგრამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ”, – გვითხრა მოგელაშვილმა.
მისი თქმით, წარმოების შეჩერების მიუხედავად, ისინი დღემდე უხდიან კომპენსაციას თანამშრომლებს.
“მიუხედავად წარმოების შეჩერებისა, ისინი დღემდე იღებენ კომპენსაციას კომპანიისგან და უმუშევარი არავინ დარჩენილა.”
შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე თვის დასაწყისში კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა განუცხადა.
„მთავრობა ახორციელებს ისეთ მიდგომას, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოდის. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ გზებზე, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების ამუშავებას შევძლებთ. მოსავლის პერიოდი მოდის, კარგი შედეგები გვაქვს. მაგალითად, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 20%-ით უკეთესი მოსავალი იყო, მიმდინარე წელს ვვარაუდობთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ხორბალი ექნება,“ – განმარტავს ხანიშვილი.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 50-მდე წისქვილკომბინატია გაჩერებულია და ხორბლის გადამუშავება და ფქვილის წარმოება აღარ მიმდინარეობს. წისქვილების დახურვის მიზეზი რუსეთში ხორბლის იმპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟია. საპირისპირო მდგომარეობაა ფქვილთან მიმართებით. რუსეთში ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რის გამოც საქართველოში ფქვილის ექსპორტი თითქმის 11-ჯერ არის გაზრდილი.