გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის მთაზე დოღი გაიმართება. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოღზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები: მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
“საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ “ კენტავრის” თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას”,– ნათქვამია ინფორმაციაში.
დოღი 19 ივლისს, 16:00 საათზე დაიწყება.