გორელმა ახალგაზრდებმა ორგანიზაცია “სადაგის” მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში გაიმარჯვეს.
პროექტი მიზნად ისახავდა გარემოზე ზრუნვას. ახალგაზრდეს უნდა წარმოედგინათ საკუთარი იდეა, თუ როგორ უნდა მიეჩვიოს საზოგადოება ნარჩენების ურნაში მოთავსებას და რა გზებით მოხდეს მათი ინფორმირება.
პირველი ადგილზე ვალერი მეტრეველის, გიორგი ტალახაძის და ლევან პალიანცის სამკაციანი ჯგუფი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი აძვში მცხოვრებმა, ნათია ქუჯოშვილმა დაიკავა.
“მე ვნახე, როგორ იყო მოწყობილი შვედეთში სეპარირების მოდელი. მივხვდი, რომ ამაში რთული არაფერია და ჩვენს საზოგადოებასაც შეუძლია გამოიყენოს იგივე მოდელი. ნარჩენების სეეპრირებისთვის ავიღე ეს მოდელი, ავაწყე სამაგიდო თამაში, დავბეჭდე გამოვუშვი და შემდეგ “სადაგმა” მომცა საშუალება ამ თამაშის შესახებ მომეთხრო საზოგადოებისთვის და გადავიღეთ კრეატიული ვიდეო”, – ამბობს გიორგი ტალახაძე.
“იმედი მაქვს, რომ ადამიანები გავითავისებთ იმას, რომ ნარჩენები ჩავყაროთ ურნაში და არ დავანაგვიანოთ გარემო, ჩემი 3 წუთიანი ვიდეო სწორედ ამას ეხებოდა”, – ამბობს ქუჯოშვილი.
პირველ ადგილზე გასულ ჯგუფს 2000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელ ქუჯოშვილს 1000 ლარი გადაეცა.