ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ რუის-ურბნისი ეპარქიას ერთ წელში 90 000 ლარი გადაურიცხა, – ეს ინფორმაცია ასახულია ქარელის მერიის კულტურისა და ხელოვნების სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, ეს თანხა 2 მიმართულებით დაიხარჯა:
- 60 000 ლარი მოხმარდა რელიგიური დაწესებულების საკულტო შენობა ნაგებობების აღდგენა რეაბილიტაციას;
- 30 000 ლარი მოხმარდა ქარელის მე-2 საბავშო ბაღის ყოფილი შენობის რეაბილიტაციას, საგანმანათლებლო დაწესებულების ამოქმედების მიზნით.
დატოვეთ კომენტარი